ევროკავშირის წევრობის რეალისტური პერსპექტივა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის - ლევან დავითაშვილი

ევროკავშირის წევრობის რეალისტური პერსპექტივა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის - ლევან დავითაშვილი

access_time2022-10-17 20:30:42

„საქართველო მტკიცედ რჩება ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებისა და ეკონომიკურ ინტეგრაციის არჩევანის ერთგული და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, არამედ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.


ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მასპინძელ ჩეხეთის მთავრობის და პარტნიორი ორგანიზაციებს წარმომადგენლებს აღმოსავლეთ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვის შესაძლებლობისთვის. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის რეალისტური პერსპექტივა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს არის ახალი საორიენტაციო ნიშანი და საქართველოს ეს არჩევანი ურყევია.


„კარგად ვიცით, რომ ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი კონვერგენციის უზრუნველსაყოფად. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები ევროკავშირთან ჩვენი საერთო დღის წესრიგის ფარგლებში. მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევის ჯილდოდ საქართველოს რაც შეიძლება მალე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვაგრძელებთ AA/DCFTA-ს ეფექტურ განხორციელებას, ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის არის ჩვენი ამბიციური რეფორმების სამოქმედო გეგმის ძირითადი საფუძველი. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგში წარმატების მისაღწევად, ევროკავშირის მუდმივი დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ახლა, როგორც გაფართოების პაკეტის ნაწილი, ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ სრულად ვისარგებლოთ გაწევრიანების წინა ინსტრუმენტით (IPA)“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გახსნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განხილვის პროცესში ჩასართავად ყველა მონაწილე და დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, მხარეებმა უნდა იმუშაონ რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტებსა და ინიციატივებზე, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ბიზნეს კავშირებს.



ლევან დავითაშვილის ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთის ინდუსტრიისაა და ვაჭრობის მინისტრთან, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up