ევროკავშირისა და New World-ის მხარდაჭერით განხორციელდა Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია და დაინერგა წყლის და სანიტარული სისტემები

ევროკავშირისა და New World-ის მხარდაჭერით განხორციელდა Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია და დაინერგა წყლის და სანიტარული სისტემები

access_time2021-12-23 12:55:06

Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია

ევროკავშირის და New World-ის მხარდაჭერით წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) და CENN, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიას შეუერთდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციმ, CENN-თან, ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, წალკის მუნიციპალიტეტში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის მნიშვნელობის პოპულარიზაცია. 

აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდნენ სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კამპანიის ფარგლებში უზრუნველყო მსურველების ვაქცინაცია/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართება. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო წალკის 100-მდე მოქალაქემ, მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლებიდან. მოსახლეობის მობილიზება წალკის 8 სოფლიდან  უზრუნველყო წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა.

 

 

წყლის, ჰიგიენის და სანიტარიის სერვისების გაუმჯობესება

ამასთანავე, პროექტის „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, New World Program, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით, ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტებში, განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყალზე და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.

განსაკუთრებით WASH სტანდარტების დაცვა COVID-19 პანდემიის დროს გახდა მნიშვნელოვანი ვინაიდან აღნიშნული სერვისების ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია თითოეული ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებასთან.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, (საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ამბულატორიებში და სხვა.) იყო.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის აგვისტოში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც კომისიამ 3 მასშტაბური და 4 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი შეარჩია და დააფინანსა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ ადამიანებს სუფთა და უსაფრთხო სასმელ წყალზე ექნებათ წვდომა, რაც პროექტს ერთ-ერთი მთავარი მიზანია.


ინფრასტრუქტურული პროექტების აღწერა

სოფელი გუმბათი წალკის მუნიციპალიტეტში, წალკიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სოფელში მდინარის წყალი რამდენჯერმე მიიყვანეს, თუმცა ეს წყალი ტექნიკური იყო და მისი სასმელად გამოყენება არ შეიძლებოდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სოციალურ საწარმო გუმბათში, სადაც მიმდებარე 5 სოფლის მოსახლეობა, კერძოდ აბიტურიენტები და დაწყებითი კლასის მოსწავლეები ყოველ დღე დადიან და სხვადასხვა პროექტებში არიან ჩართულები.

 

პროექტის ფარგლებში სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში შეიყვანეს სასმელი წყალი, ასევე სოფელ გუმბათში მოწესრიგდა სველი წერტილები, ამას გარდა, ორივე ეზოში მოეწყო პატარა სივრცე, სადაც წყლის დალევა და აღებაა შესაძლებელი, აქედან გამომდინარე სოფლის მოსახლეობას სოფლის ცენტრში სასმელი წყალი ექნებათ.

 

 

წალკის მუნიციპალიტეტი დაბა ბედიანში მეკლდეურთა კლუბის „პატარა მეკლდეურები“-სთვის საპირფარეშოს და სველი წერტილების მოწყობა.

 


პროექტის ფარგლებში, კლუბის შენობაში მოეწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც სველი წერტილების რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებდა. „მეკლდეურთა კლუბი“ სოფლის მოსახლეობის ბავშვებისთვის და ბედიანის ბავშვთა სახლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისა გათვლილი და მათ კლუბში გაწევრიანება სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.


წალკის მუნიციპალიტეტი, წალკა

 

წალკის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლაში წყალმომარაგების პრობლემა საკმაოდ მწვავედ იდგა, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლას აქვს მცირე ბიუჯეტი საკუთარი სახსრებით წყლის მიწოდების სისტემის სრულიად გამართვას ვერ ახერხებდა, დინების წნევა შენობის მეორე და მესამე სართულებზე წყლის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფდა, მკაცრი კლიმატის გამო აღნიშნულ პრობლემას მილების გაყინვა ემატებოდა, რაც დამატებითი ღონისძიებების ჩატარებას საჭიროებდა, რათა წყალმომარაგება ნაწილობრივ მაინც შენარჩუნებულიყო, პროექტის ფარგლებში განხორციელდა წყლის მიწოდების სისტემის სრული რეაბილიტაცია, რათა მოსწავლეებს მთელი წლის მანძილზე სუფთა სასმელ წყალზე წვდომა შესძლებოდათ.





ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო ალვანი,

 

სოფელ ქვემო ალვანში არ არსებობდა სავარჯიშო დარბაზი სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები ვარჯიშს შეძლებდნენ. შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებში ყველა სეზონზე გათვალისწინებული სავარჯიშო სივრცე მოეწყო.

 

პროექტის ფარგლებში თუშეთის განვითარების ფონდთან და ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ქვემო ალვანში ახალგაზრდებისთვის სპორტულ დარბაზი მოეწყობა და შენობისა და სანიტარულ ჰიგიენური კვანძებას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

 




ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. კასრისწყალი

სოფელ კასრისწყალში რეაბილიტირდა ადგილობრივი ამბულატორია და სველი წერტილები, ასევე შემოიღობა ამბულატორია და შენობაში მიიყვანეს წყალი. განახლდა შიდა კედლები და შენობას ჩაუტარდა დეზინფექცია.





ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფ. სოფელი არგოხი

 
არგოხში მდებარე კულტურის სახლი და მასში არსებული, სააქტო დარბაზი, შეხვედრების ოთახი და ბიბლიოთეკა ახლა იწყებს ფუნქციონირებას. შენობა რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობის და ახმეტის მუნიციპალიტეტის ინიციატივით გარემონტდა, თუმცა შენობის ინფრასტრუქტურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებს არ აკმაყოფილებს. პროექტის ფარგლებში ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან და ახმეტის მერიასთან თანამშრომლობით რეაბილიტირდა სანიტარულ ჰიგიენური კვანძები და და მოეწყო შშმ პირებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა.

 









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up