გასულ წელს ევროკავშირმა მზისა და ქარისგან უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა ვიდრე გაზისგან - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. გამოსვლა მის ვებგვერდზე გავრცელდა.
„შარშან, პირველად, ქარმა და მზემ უფრო მეტი ელექტროენერგია გამოუშვა, ვიდრე გაზმა, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მანამდე ლაიენმა თქვა, რომ გასული წლის 8 თვის განმავლობაში რუსეთმა ევროკავშირში გაზის მიწოდების 80%-ით შეამცირა. მისივე თქმით, რეგიონის ქვეყნებმა შეძლეს რუსული "ლურჯი საწვავის" ჩანაცვლება, ისე, რომ ელექტროენერგია არ შეუწყვეტიათ.