„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე ევროკავშირმა ამ პროგრამის წევრი ქვეყნებისთვის რეგიონალური საინვესტიციო გეგემის მიღების შესახებ გამოაცხადა, რომლის მოცულობა 2,3 მლრდ ევროა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირში დიპლომატიურმა წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ევროკავშირის პოლიტიკური ვალდებულებები რეგიონის ქვეყნების მიმართ გამყარდა ძლიერი ვალდებულებებით ეკონომიკური განვითარების კუთხით. ევროკავშირის რეგიონალურ-ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლის მოცულობა 2,3 მლრდია და პოტენციურად შესაძლოა, გაიზარდოს 17 მლრდ ევრომდე, მიმართული იქნება ამ ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ, იქ საინვესტიციო და სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, გუშინ ბრიუსელში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა პარტნიორობის წევრი ქვეყანა საქართველოც. სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შეთანხმებები განსაზღვრავს და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით“ – .
bpn.ge