ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი უახლოესი მოკავშირეების წინააღმდეგ სანქციები მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
„ბელარუსში არსებული სიტუაციის სიმძიმის და რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიაში ბელარუსის ჩართულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ყველა მიღებული ზომა ძალაში დავტოვოთ. გადაწყვეტილება უნდა გაგრძელდეს 2024 წლის 28 თებერვლამდე“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროპული სანქციების ქვეშ სულ 243 ფიზიკური პირია, მათ შორის თავად ალექსანდრე ლუკაშენკო, ასევე 32 იურიდიული პირი. შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას, ხოლო ფიზიკური პირებისთვის - ევროპის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას.