ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების PEFA შეფასების ანგარიშები წარმოადგინა

ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების PEFA შეფასების ანგარიშები წარმოადგინა

access_time2023-04-20 15:00:42

ევროკავშირმა და მსოფლიო ბანკმა ფინანსთა სამინისტროს თხოვნის საფუძველზე განახორციელეს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება ქალაქ თბილისსა და ბათუმისთვის, და მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის. ეს შეფასებები ინიცირებული იყო 2022 წლის 17 აგვისტოს და დასრულდა 2022 წლის ნოემბერში. 2023 წლის 23 თებერვალს PEFA სამდივნომ დაადასტურა ხარისხის ყველა სტანდარტის შესრულება მეთოდოლოგიასთან შესაბამისობის თვალსაზრისით და გასცა PEFA CHECK დასკვნა. ეს შეფასებები წარმოადგენდა 2022 წლის ეროვნული PEFA-ს შეფასების გაგრძელებას, რომელიც გასული წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშების პრეზენტაცია 2023 წლის 20 აპრილს გაიმართა.  


2022 წელს საქართველოს ეროვნულმა PEFA შეფასებამ აჩვენა, რომ ქვეყანამ გააუმჯობესა საჯარო ფინანსების მართვის სისტემა 2018 წელთან შედარებით. 59  ქვეყნის მაჩვენებლებთან შედარებისას, რომლებმაც თავიანთი შეფასება 2016 წლის PEFA მეთოდოლოგიის საფუძველზე განახორციელეს, საქართველო პირველ ადგილზე აღმოჩნდა 2022 წლის PEFA გლობალურ ანგარიშში. 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევამ, რომელიც საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ განხორციელდა, საქართველოს ასევე პირველი ადგილი მიანიჭა 120 ქვეყანას შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობის ან ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით.



საჯარო ფინანსების მართვის სისტემები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ასახავს  ეროვნულ დონეზე მიღწეულ პროგრესსაც. 2022 წლის PEFA შეფასებები თბილისის, ბათუმის და მარტვილისთვის ასევე ზოგადად გაუმჯობესდა 2018 წელთან შედარებით. PEFA მუნიციპალიტეტის სინთეზური ანგარიშის ანალიზი აჩვენებს წინსვლას, რომელიც მიღწეულ იქნა ისეთ სფეროებში როგორებიცაა: საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა (თუმცა, საჯარო კონსულტაციები ბიუჯეტის შესახებ საჭიროებს გაუმჯობესებას); აქტივების და ვალდებულებების მართვა; პოლიტიკაზე დაფუძნებული ფისკალური სტრატეგია და ბიუჯეტის შედგენა; პროგნოზირებადობა და კონტროლი ბიუჯეტის შესრულებაში; აღრიცხვა და ანგარიშგება, გარდა აუდიტისთვის წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენის გაუმჯობესებისა. წარმატებული სფეროები მოიცავს ბიუჯეტის აუდიტს და საიმედოობის შესწავლას მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა სავარაუდოდ გავლენა იქონია ბიუჯეტის საიმედოობაზე.


თეგები:
PEFA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up