ევროკავშირმა მობილური მოწყობილობებისთვის საერთო დამტენები შესაძლოა, წლის ბოლოსთვის დააკანონოს

ევროკავშირმა მობილური მოწყობილობებისთვის საერთო დამტენები შესაძლოა, წლის ბოლოსთვის დააკანონოს

access_time2022-02-16 16:50:00

ევროკავშირის კანონმდებლები და წევრი ქვეყნები მობილური ტელეფონების, პლანშეტებისა და ყურსასმენების დამტენის საერთო პორტზე შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწევენ. ამის შესახებ ინიციატივის ხელმძღვანელმა ევროპარლამენტში, დეპუტატმა, ალექს აგიუს სალიბამ განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.


ის იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ასამბლეა შეძლებს, მის წინადადებას მაისში უყაროს კენჭი, რაც დეპუტატს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის ქვეყნებთან საბოლოო პროექტზე მოლაპარაკებები დაიწყოს.


„ჩვენი ამბიციაა, რომ წლის ბოლომდე შეთანხმება შევძლოთ. თუმცა თუ მხოლოდ სმარტფონებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ეს ხელიდან სრულად გაშვებული შესაძლებლობა იქნება,” - განუცხადა Reuters-ს ალექს აგიუს სალიბამ.


მას სურს, რომ მობილური დატენვის საერთო პორტი ელექტრონულ წამკითხველებს, დაბალი სიმძლავრის ლეპტოპებს, კლავიატურებს, კომპიუტერის მაუსებს, ყურსასმენებს, ჭკვიან საათებსა და ელექტრონულ სათამაშოებსაც ჰქონდეს. თუმცა კომისიის სიაში მხოლოდ მობილური ტელეფონები, პლანშეტები და ყურსასმენები შედის.


აგიუს სალიბას, ასევე, სურს, რომ კომისიამ 2025 წლისთვის უსადენო დატენვის სისტემების ჰარმონიზაციაც მოახდინოს, ხოლო კომპანიების მიერ მოწყობილობების ადაპტირებისთვის, კანონი ძალაში ორი წლის ნაცვლად, მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ შევიდეს.



დეპუტატის წინადადებები კომისიის პროექტზე უფრო ფართო მასშტაბსა და მოკლე ვადებს გულისხმობს, რაც, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს Samsung-ზე, Huawei-სა და მოწყობილობების სხვა მწარმოებლებზე. აგიუს სალიბას ინიციატივა უკვე მკაცრად გააკრიტიკა iPhone-ის მწარმოებელმა, Apple-მა. კომპანიამ ევროკავშირი გააფრთხილა, რომ საერთო დამტენების ინიციატივა ინოვაციებს დააზარალებს და თუ მომხმარებლები აიძულეს, ახალ დამტენებზე გადავიდნენ, ეს ელექტრონული ნარჩენების მთას წარმოქმნის.


ევროკომისია მობილური მოწყობილობების დატენვის საერთო პორტის ინიციატივით პირველად ათ წელზე მეტი ხნის წინ გამოვიდა, თუმცა მან კანონპროექტის სახე მხოლოდ გასულ წელს მიიღო, რადგან თავად კომპანიები საკითხზე ვერ შეთახნმდნენ.


IPhone-ისა და Android-ის მომხმარებლები დიდი ხანია ჩივიან, რომ ტელეფონებისთვის სხვადასხვა დამტენის გამოყენება უწევთ. Iphone ე.წ. Lightning კაბელით, ხოლო Android-ის მოწყობილობები USB-C კონექტორების გამოყენებით იმუხტება.


2019 წელს კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2018 წელს გაყიდული მობილური ტელეფონების დამტენების ნახევარს USB micro-B, 29%-ს - USB-C, ხოლო 21%-ს Lightning-ის კონექტორი ჰქონდა.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up