ევროკავშირმა მსხვილი კომპანიებისთვის მინიმალური გადასახდელის განაკვეთის დაწესებაზე გადაწყვეტილება მიიღო. გერმანიის კანცლერის განმარტებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალური საგადასახადო სამართლიანობისთვის.
„ახლა, ჩვენ როგორც იქნა, ხორცს შევასხამთ ჩემს გულთან ახლოს მყოფ პროექტს ევროპაში - გლობალურ მინიმალურ გადასახადის დაკისრებას მსხვილი კომპანიებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალური საგადასახადო სამართლიანობისთვის,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
საერთაშორისო კომპანიები, რომელთა ბრუნვა წლიურად მინიმუმ 750 მილიონი ევროა, ვალდებული იქნებიან გადაიხადონ გადასახდელის არანაკლებ 15%, იმისგან დამოუკიდებლად, სად არის ის ბაზირებული.