ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე რაუნდი დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს. სანქცირებულთა სიაში შედის 160 რუსი ოლიგარქი და პოლიტიკოსი, გარდა ამისა სანქციები სამ ბელარუსულ ბანკს შეეხო..
„რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ სანქციებს“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ Twitter - ში.
სანქციები შეეხება:
▪️პირადად 160 ადამიანს - ოლიგარქები და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები
▪️ბელორუსის საბანკო სექტორს
▪️საზღვაო ნავიგაციის ტექნოლოგიების ექსპორტს
▪️კრიპტოვალუტის აქტივებს