ევროკავშირმა რუსეთი კორონავირუსის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
როგორც ევროპული კომპანია EUvsDisinfo წერს, რუსული მედია მოქალაქეებს საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ განაწყობენ, რომლებიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომებს იღებენ.
კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას მათ 45 „ფეიკ ნიუსი“ გამოავლინეს, მათგან 30 კორონავირუსს ეხებოდა. ამასთან, Twitter-ის, Facebook-ის, Pinterest-ისა და Reddit-ის მომხმარებლებმა ეს ყალბი ამბები მთლიანობაში 36 500-ჯერ გააზიარეს და მოიწონეს.
მათივე ცნობით, ყველაზე პოპულარული გახდა Russia Today-ს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირი თავის პარტნიორებს კორონავირუსთან ბრძოლაში არ დაეხმარა და მის ნაცვლად მათ მხარი რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს.
imedinews.ge