ევროკავშირმა თითქმის 30 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა შავ სიაში შეყვანილ რუს და ბელარუს ოლიგარქებსა და კომპანიების.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„მთლიანობაში 32 მილიარდი დოლარი (29,5 მილიარდი ევრო) მათ შორის ისეთი აქტივები, როგორიცაა გემები, ვერტმფრენები, უძრავი ქონება და ნახატებია ამოღებულია“ , - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ასევე დაბლოკილია კიდევ 212 მილიარდ დოლარზე მეტი (196 მილიარდი ევრო) ტრანზაქცია.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ ისინი აგრესიულად ნადირობენ და ჩამოართმევენ აქტივებს მათ შავ სიაში არსებულ ოლიგარქებს. გავლენიან ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ორი ზრდასრული ქალიშვილი, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მათი ნათესავები.
bloomberg.com