ევროკავშირმა შესაძლოა, უკრაინაში Starlink-ის სერვისი დააფინანსოს

ევროკავშირმა შესაძლოა, უკრაინაში Starlink-ის სერვისი დააფინანსოს

access_time2022-10-18 17:00:43

ევროკავშირმა ილონ მასკის SpaceX-თან შესაძლოა, ერთობლივი ფონდის შექმნაზე კონტრაქტი გააფორმოს, რითიც კორპორაციის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Starlink-ის ტერმინალების საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ Financial Times (FT) კორპორაციის სამ თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, ვინც უკრაინის ინტერნეტ კომუნიკაციებით უზრუნველყოფის ვარიანტებზე მონაცემებს ფლობს.


ბლოკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟოსეპ ბორელმა დიპლომატებს დაავალა, შეიმუშავონ გეგმა უკრაინაში ინტერნეტ-კომუნიკაციების დასაცავად. მან ეს მითითება მას შემდეგ გასცა, რაც ამერიკელი მილიარდერი კიევისთვის შეწირული Starlink-ის სატელიტური კავშირის ტერმინალების დაფინანსების შეწყვეტით დაიმუქრა, რაც მან მოგვიანებით გადათქვა.


FT-ის ცნობით, ფონდის შექმნის მომხრეები აღნიშნავენ, რომ კონტრაქტი მათ საშუალებას მისცემს, მასკს სასამართლოში უჩივლონ, თუ ის მომსახურებას შეაჩერებს, რაც მხოლოდ მის პირად გადაწყვეტილებაზე აღარ იქნება დამოკიდებული. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები ილონ მასკის დაპირებებს არ ენდობიან და ზოგიერთმა ქვეყანამ სერვისის დასაფინანსებლად ფულის გამოყოფის საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების 17 ოქტომბრის ლუქსემბურგის შეხვედრაზეც კი დასვა.


მანამდე ოფიციალურმა კიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Starlink-ის მოწყობილობები ბოლო კვირებში მასიურად ითიშებოდა. ამასთან, Financial Times-იც იტყობინებოდა, რომ Starlink-ის ზოგიერთმა ტერმინალმა მუშაობა იმ ადგილებში შეწყვიტა, სადაც უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს.



ამერიკელი მილიარდერი უკრაინისთვის სატელიტური კავშირის ტერმინალების მომსახურების გამო SpaceX-ის ხარჯებს თვეში 20 მლნ დოლარად აფასებს. ზოგიერთი ტერმინალი SpaceX-მა უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა, თუმცა ბევრ მათგანს აშშ-ის ხელისუფლება აფინანსებს. თავად მასკმა 17 ოქტომბერს Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინაში 25 300 ტერმინალი იქნა დამონტაჟებული, რომელთაგან 10 630 ერთეულის ფულს უხდიან.


გასული კვირის ბოლოს CNN-მა გაარკვია, რომ SpaceX-მა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს მიმართა თხოვნით, რომ უკრაინისთვის Starlink-ის თანამგზავრული ქსელი მთლიანად დაეფინანსებინა. ოქტომბრის დასაწყისში მილიარდერმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობა SpaceX-ს უკვე 80 მლნ დოლარი დაუჯდა, რაც წლის ბოლოსთვის 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს. თუმცა გუშინ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-მა პენტაგონიდან „დაფინანსების მოთხოვნა უკან გაიწვია.“


მილარდერის შეფასებით, რუსეთი აქტიურად ცდილობს, უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ-სერვისი „მოკლას.“ მასკის ცნობით, ამჟამად Starlink ფრონტზე ერთადერთი მოქმედი საკომუნიკაციო სისტემაა, რომელსაც უკრაინელი სამხედროები იყენებენ.



წყარო: bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up