გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ RBC-Ukraine BBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროკავშირი უკრაინის მეგობარია, ამიტომ უახლოეს მომავალში გავააქტიურებთ იარაღის მიწოდებას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატები საომარი მოქმედებების ესკალაციას ვარაუდობენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელმა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გაუარესებაზე საუბრობს.
ევროკავშირის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე, მისი აზრით, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. ამავდროულად, მისი თქმით, სხვა საკითხები, მათ შორის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, უკანა პლანზე გადადის.