ევროკავშირს აშშ-სგან "ჯერჯერობით არ უნახავს მტკიცებულება", რომელიც მიანიშნებდა, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას უკრაინის ომისთვის — ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 5 მარტს განაცხადა.
იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს, ჩინეთისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ეს "ჰიპოთეზური კითხვაა, რომელსაც პასუხი მხოლოდ მაშინ გაეცემა, თუ ის რეალობა და ფაქტი გახდება".