ევროკავშირს კრიპტოვალუტების ერთიანი მარეგულირებელი ეყოლება

ევროკავშირს კრიპტოვალუტების ერთიანი მარეგულირებელი ეყოლება

access_time2022-08-18 13:00:09

ევროკავშირის ხელისუფლება შექმნის ახალ მარეგულირებელ ორგანოს AMLA, რომელსაც კრიპტო ბიზნესის უშუალო ზედამხედველობა დაევალება. ამის შესახებ ნათქვამია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ევროკავშირის მეექვსე დირექტივაში (AMLD6), - წერს The Block.



ევროკომისიამ შესაბამისი კანონპროექტი 2022 წლის 20 ივლისს წარადგინა, ხოლო მანამდე ევროსაბჭომ თავისი ვერსია გამოაქვეყნა.



ევროპარლამენტი AMLD6-ს აგვისტოს არდადეგების შემდეგ განიხილავს. როგორც კი ეს უკანასკნელი კანონპროექტის საკუთარ ვერსიას დაამტკიცებს, სამი ორგანო გამართავს მოლაპარაკებებს მისი საბოლოო ვერსიის შესათანხმებლად.



The Block მიიჩნევს, რომ AMLA-ს შექმნა, რომელიც AMLD6-ში ცენტრალურ ადგილს დაიკავებს, ყველაზე ნაკლები უთანხმოების საგანი გახდება. თუმცა მის შესაბამისი პერსონალით დაკომპლექტებას წლები დასჭირდება.




ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ვერსიებში, ფულის გათეთრების საწინააღმდეგოდ შექმნილი ორგანო პირდაპირ გააკონტროლებს მინიმუმ „მაღალი რისკის“ კრიპტო კომპანიებს.



„ევროკავშირის დონეზე არსებულ ორგანოს ექნება უფლება განახორციელოს უშუალო ზედამხედველობა გარკვეულ ფინანსურ ინსტიტუტებზე და არაპირდაპირი ზედამხედველობა/კოორდინაცია გაუწიოს სხვა მსგავს ორგანიზაციებს. ის ასევე შეასრულებს დამაკავშირებელ როლს არასაფინანსო სექტორის რეგულირებაში“, - განმარტავს The Block.



ზენაციონალური ორგანოს გაჩენა ევროკავშირისთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, წერს The Block. წინა AMLD-ები, განსაკუთრებით 2015 და 2018 წლების, მეოთხე და მეხუთე, ადგენდნენ სტანდარტებს წევრი ქვეყნებისთვის გარკვეული მონაცემების შეგროვებისა და მოხსენებისთვის, როგორიცაა კორპორაციების ბენეფიციართა საკუთრება.



გენერირებული რეესტრები განსხვავებული რეგულაციების კარგი მაგალითია. იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც უზრუნველყოფენ უფასო წვდომას კორპორაციულ ინფორმაციაზე, მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება.



კერძოდ, ასეთი გაუმჭირვალეობა აძლევდა Binance-ს საშუალებას რამდენიმე წლის განმავლობაში პოტენციური კლიენტებისთვის ეცნობებინა მალტის რეგულატორების მხრიდან კრიპტოვალუტის მომსახურებაზე ნებართვის არსებობის შესახებ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up