ევროკავშირში 1-ლი მარტიდან მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს შუშვებენ - მესამე ქვეყნების „მწვანე სია“ უქმდება

ევროკავშირში 1-ლი მარტიდან მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს შუშვებენ - მესამე ქვეყნების „მწვანე სია“ უქმდება

access_time2021-11-26 16:10:00

მომავალი წლის 1-ლი მარტიდან ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ ვაქცინირებული ტურისტები შეძლებენ შესვლას. ევროკომისიის ეს ინიციატივა ოფიციალურ ვებგვერდზე არის წარმოდგენილი.



„მსოფლიო მასშტაბით ვაქცინაციის კამპანიებში მოსალოდნელი პროგრესის გათვალისწინებით, ევროკომისია 2022 წლის 1-ლი მარტიდან გამარტივებულ მიდგომას გთავაზობთ, რაც მთლიანად იქნება დამოკიდებული მოგზაურის სტატუსზე და არა გამგზავრების ქვეყანაზე: წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთ ტერიტორიაზე მხოლოდ ვაქცინირებული, გამოჯანმრთელებული ან აუცილებელი მგზავრობის პირის შესვლა უნდა დაუშვან,“ - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.



მოგზაურობისთვის საკმარისად კარგ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მყოფი მესამე ქვეყნების სიას, რომელსაც ე.წ. მწვანე სიას უწოდებენ, ევროკომისია აუქმებს.



„სიის ხშირი განახლება ადამიანებს მოგზაურობის დაგეგმვას ურთულებს. ახალი წესები სისტემას უფრო გასაგებს გახდის და მოგზაურებისთვის უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს მათ გეგმებში,“ - ნათქვამია განცხადებაში.




ამდენად, მომავალი წლის 1-ლი მარტიდან ევროკავშირში მოგზაირობაზე შეზღუდვა მოგზაურის ქვეყნიდან გამომდინარე კი არა, პიროვნების სტატუსის მიხედვით განისაზღვრება. ამ პერიოდს ევროკომისია წინასწარ იმიტომ იღებს, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს ვაქცინაციის მაჩვენებლების შემდგომი ზრდისთვის დრო მიეცეთ.


ევროკავშირი სრულად ვაქცინირებულ პირს ვაქცინირებულად მეორე აცრიდან ცხრა თვის განმავლობაში აღიარებს, ხოლო ამ პერიოდის შეემდეგ ბუსტერდოზით ანუ გამაძლიერებელი მესამე ვაქცინით აცრა გახდება საჭირო.


ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული ვაქცინით აცრილ მოქალაქეებს რაიმე დამატებითი დოკუმენტი აღარ დასჭირდებათ, ხოლო ვინც მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინით არის აცრილი, რომელიც EMA-ს მიერ არ არის დამტკიცებული, მან უარყოფითი PCR ტესტის საბუთიც უნდა იქონიოს.


შეზღუდვები 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე არ ვრცელდება, ხოლო 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხოლოდ PCR ტესტის ჩატარება იქნება საკმარისი.


ამჟამად ევროკავშირის „მწვანე სიაში“ არგენტინა, ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა, ჩილე, კოლუმბია, ინდონეზია, იორდანია, კუვეიტი, ნამიბია, ახალი ზელანდია, პერუ, კატარი, რუანდა, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ურუგვაი და ჩინეთი შედის.



bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up