„ევროკავშირში  არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ადრე თუ გვიან, გახდებიან მისი წევრები“ -  გიორგი მელაშვილი

„ევროკავშირში არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ადრე თუ გვიან, გახდებიან მისი წევრები“ - გიორგი მელაშვილი

access_time2022-05-10 21:00:33

„ევროკავშირში  არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ადრე თუ გვიან, გახდებიან მისი წევრები“,  - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნესინსაიდერი“, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენი  უკვე საქართველოზე და იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ვიმუშავებთ  ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან და დავანახებთ მათ, რომ ჩვენ არამხოლოდ მზად ვართ წევრობისთვის, არამედ ამ ეკონომიკური და პოლიტიკური ალიანსისთვის საქართველოს სიკეთის მოტანაც შეუძლია.

 

გიორგი მელაშვილმა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით მის მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანდიდატის  სტატუსი, თუ რამე კატასტროფა არ მოხდა, სამივე  ასოცირებულმა  ქვეყანამ უნდა მიიღოს. რაც  შეეხება შემდგომ ეტაპებს, მელაშვილმა აღნიშნა, რომ  დამოკიდებულია რეფორმირების უნარზე, თუ რამდენად მოახერხებს  საქართველოს რეფორმების  გატარებას და მეორეს მხრივ რამდენად დაარწმუნებს ყოყმანის რეჟიმში მყოფ  ქვეყნებს.

 

„ევროკავშირის  შიგნით ბევრი  ძალის  ცენტრი არის, გაფართოების მორიგ ტალღას ლიბერალური ფლანგი მხარს უჭერს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიები ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილები, ულტრა მემარჯვენე და  ულტრა მემარცხენე  პარტიებს  რა  უნდათ – ცოტა გაუგებარია, მაგრამ ისინი  უფრო  ნეგატიურად  არიან  განწყობილები. მაგრამ  ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.


ქრისტიან–დემოკრატების  ფლანგში იგულისხმება ევროპის  სახალხო  პარტია, ევროპის  ყველაზე დიდი  პარტია, რომელიც წლების განმავლობაში განსაზღვრავდა  ევროპის  პოლიტიკას, თუმცა  ჩვენ  ვხედავთ  გერმანიაში, რომ  ისინი  არიან ოპოზიციაში, მთელ რიგ  სხვა  ქვეყნებშიც მათი მდგომარეობა  ცოტა  პრობლემურია, მაგრამ მიუხედავად  ამისა, ევროპარლამენტში ისინი ინარჩუნებენ  გავლენას,  ისინი  დღემდე  არიან ყველაზე  გავლენიანი,  წამყვანი და  მონოლითური ძალა და  მათ  ძალიან ბევრი  რაღაცის  გადაწყვეტა  შეუძლიათ“, -  აღნიშნა გიორგი მელაშვილმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up