ივნისში, 1996 წლის შემდეგ, ევროპაში ახალი მსუბუქი ავტომობილების ყველაზე დაბალი რაოდენობა დარეგისტრირდა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ივნისში დარეგისტრირებულია 1,06 მილიონზე ოდნავ მეტი ავტომობილი, ზოგიერთი ავტომწარმოებლის გაყიდვები თითქმის 50%-ითაა შემცირებული. ამას მოწმობს ევროპის საავტომობილო ასოციაციის მონაცემები, წერს Reuters.
მსხვილ ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მეტად გერმანიის Volkswagen Group-ი დაზარალდა, რადგანაც ივნისში მისი გაყიდვები 2021 წლის ივნისთან შედარებით თითქმის მეოთხედით არის შემცირებული.
თუმცა, წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი ვარდნა 21,1%-ით კორპორაცია Stellantis-ზე დააფიქსირა.
რაც შეეხება შედარებით მცირე ბრენდებს, Volvo-ს ახალი რეგისტრაციები ივნისში 47,9%-ით დაეცა, ხოლო წლის პირველ ნახევარში 28,5%-ით. იმავდროულად, Jaguar Land Group-მა ივნისში13,2%-იანი ვარდა აჩვენა, მაგრამ მთლიანობაში წელს ვარდნა იყო 34,7%-ი იყო.
ავტომობილების მსხვილმა მწარმოებლებმა, BMW-დან Stellantis-მდე, განაცხადეს, რომ ბოლო კვირეებში გაყიდვები მთელ მსოფლიოში შეუმცირდათ.
ევროკავშირის ოთხივე ძირითადმა ბაზარმა - ესპანეთი, იტალია, გერმანია და საფრანგეთი - ახალი ავტომობილების რეგისტრაციის შემცირებაზე განაცხადეს.