ავტომობილების გაყიდვები ევროკავშირში იანვარში 11,3%-ით გაიზარდა გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით და 760 000 ერთეული შეადგინა, ნათქვამია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) განცხადებაში.
აღმავლობა ზედიზედ მეექვსე თვის შედეგებში აღინიშნება.
ესპანეთში გაყიდვები 51,4%-ით გაიზარდა, იტალიაში - 19%-ით, საფრანგეთში - 8,8%-ით. იმავდროულად, გერმანიაში კი მაჩვენებელი 2,6%-ით დაეცა.
ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) იანვარში 10,7%-ით გაიზარდა და 911,064 ერთეული შეადგინა.
Volkswagen ჯგუფის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები ევროკავშირში გასულ თვეში 10,6%-ით 178,554-მდე გაიზარდა, Stellantis-ის (კომბინირებული Fiat Chrysler და PSA Group) - 0,9%-ით 139,958-მდე, Renault-ის - 24,6%-ით 71,150-მდე.
ძვირადღირებული მანქანების მწარმოებლებმა BMW-მ და Mercedes-Benz-მა გაყიდვები შეამცირეს 10,1%-ით და 7,4%-ით.
სამხრეთ კორეულმა ჰიუნდაიმ (კიას ჩათვლით) გაყიდვები 3,1%-ით გაზარდა, იაპონურმა ტოიოტამ - 12,6%-ით.
ამერიკული Ford-ის გაყიდვები 7.4%-ით შემცირდა, შვედური Volvo-სი - 2.3%-ით, იაპონური Nissan-ისა და Mazda-ს - 21.2%-ით და 48.1%-ით გადახტა.