ევროკავშირში ჭარბი სიკვდილიანობა 10.7% -დან (აპრილი) 6.6%-მდე ჩამოვიდა (მაისი), — აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული სიკვდილიანობა არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს.
ბოლო პიკი დაფიქსირდა 2021 წლის ნოემბერში (+26%), როდესაც პანდემიის მეოთხე ტალღა იყო ევროკავშირში – აღნიშნულია eurostat-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ჭარბმა სიკვდილიანობამ ევროკავშირის მასშტაბით ცვლილებები განიცადა. ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2022 წლის მაისის თვეში დაფიქსირდა: პორტუგალიაში (+19%), საბერძნეთში (+17%) და ირლანდიაში (+13%). ზემოხსენებული პროცენტული მაჩვენებლები ევროკავშირის საშუალო დონეზე ორჯერ მაღალია. ამავდროულად, ხუთმა სახელმწიფომ 2016-2019 წლის საშუალო სიკვდილიანობასთან შედარებით უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა: ბულგარეთი და ლიეტუვა (ორივე -2%), სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია( სამივე -1%)“- განმარტავენ eurostat-ში.
აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლების ჭარბი სიკვდილიანობის პიკი ევროკავშირში, 2020 წლის აპრილს (+25%), 2020 წლის ნოემბერი (+40%), 2021 წლის აპრილი (+21%) და 2021 წლის ნოემბერი (+26%).