2022 წლის ივლისისთვის ევროკავშირში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაისისა და ივნისის ჯამური +7% - დან +16% - მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის ივლისის მაჩვენებელი 2016-2019 წლებს საშუალო ყოველთვიურ ჭარბსიკვდილიანობის მაჩვენებელთან შედარებით 53 000 ით მაღალია.
Eurostat აღნიშნავს, რომ 2022 წლის ეს მაჩვენებელი უჩვეულოდ მაღალია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი +6% იყო, ხოლო 2020 წლის ივლისში +3%. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2022 მაისი-ივნისთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა ივლისში შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ ცხელი ამინდებით, რომელმაც ევროპის დიდი ნაწილი დააზარალა.
ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ რვა ქვეყანაში საშუალოზე მაღალი იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის ივლისში დაფიქსირდა ესპანეთში ( +37%) და კვიპროსში ( +33%) ამ ქვეყნებს +31% -ით მოსდევდა საბერძნეთი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ლატვიაში ჭარბი სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.
მანამდე ევროკავშირში სიკვდილიანობის მაჩვენებლის დიდი პიკი 2020 წლის აპრილში +25% იყო, 2020 წლის ნოემბერში +40 . 2021 წლის აპრილში + 21% და 2021 წლის ნოემბერში +27% იყო.