ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ჩინეთმა რუსეთს შესაძლოა ტექნიკური დახმარება გაუწიოს

ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ჩინეთმა რუსეთს შესაძლოა ტექნიკური დახმარება გაუწიოს

access_time2022-03-25 13:30:00

ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ჩინეთი შესაძლოა, მზად იყოს რუსეთს, დაწესებული სანქციების ზემოქმედების შერბილების მიზნით, ნახევარგამტარები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა მიაწოდოს.


აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე ეჭვობენ, რომ პეკინმა შესაძლოა დახმარება გაუწიოს პუტინს. უკრაინის ომზე ჩინეთის პოტენციური გავლენა იყო ცენტრალური საკითხი გუშინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის მოკავშირეებს შორის ბრიუსელში გამართულ დისკუსიებში.


ნატოს სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთს ხელი უნდა შეუშალონ რუსეთთან დაახლოებაში, მაგრამ Bloomberg-ის წყაროების თანახმად, არ ყოფილა შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამ მიზანს.


პეკინი და მოსკოვი უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა ჩინეთს დახმარებისთვის მიმართა. ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ბლოკს ჯერჯერობით არ აქვს მყარი მტკიცებულება, რომელიც გაერთიანების შეშფოთებას დაადასტურებს.


ბაიდენის თქმით, ლიდერებმა იმსჯელეს ახალი ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომელიც დააკვირდება შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების სანქციების შესრულებას. აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის დახმარების შემთხვევაში, ჩინეთი დაზარალდება მისი ქმედების პასუხად მიღებული შედეგებით.



ნატოს ლიდერებმა სამიტის კომუნიკეში პეკინსაც მიმართეს.


„მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას (PRC), დაიცვან საერთაშორისო წესრიგი, მათ შორის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, როგორც ეს გათვალისწინებულია გაეროს წესდებით, თავი შეიკავონ რუსეთის საომარი ძალისხმევის ნებისმიერი სახით მხარდაჭერისგან, თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც დაეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში“,- ნათქვამია განცხადებაში.


ევროპელი ლიდერები ცდილობენ შეიმუშაონ პრევენციული ზომები ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბლოკის ეკონომიკისთვის.


1 აპრილს ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტია დაგეგმილი. ცნობილია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ვიდეოკონფერენციას გამართავენ.


Bloombergbusinessformula.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up