2023 წლის მარტში ევროკავშირში კომერციული ფრენები 15,4%-ით გაიზარდა, 2022 წლის მარტთან შედარებით. ეს ჯერ კიდევ დაბალი მაჩვენებელია პანდემიამდელ მონაცემებთან (-15,3% 2019 წლის მარტთან) შედარებით. ინფორმაციას Eurostat-ი აქვეყნებს.
ევროკავშირში კომერციული ფრენების ყველაზე მაღალი ზრდა იყო:
შვედეთში (+31.4% 2022 წლის მარტთან შედარებით);
ბულგარეთში (+31%);
კვიპროსში (+29.5%).