2022 წელს ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა კვლავ დაბალი იყო 2019 წლის პანდემიამდე მაჩვენებელზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა იანვარში (-34%) 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით) და თებერვალში (-33%). ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.
2022 წლის მაის-დეკემბერში ვარდნა 14-16%-მდე შემცირდა.
2022 წელს, ევროკავშირის აეროპორტების უმრავლესობაში კვლავ აღინიშნებოდა კომერციული ფრენების რაოდენობის შემცირებას 2019 წელთან შედარებით.
ყველაზე დიდი შემცირება იყო შემდეგ აეროპორტებში:
ფრანკფურტი/მაინი (-131 723 კომერციული ფრენით ნაკლები 2019 წელთან შედარებით, -33%),
მიუნხენი (-130 715, -17%),
დიუსელდორფი (-84 542, -33%).