ევროკავშირის ტერიტორიაზე სტუმრებმა, 2022 წლის მესამე კვარტალში, Airbnb-ის, Booking-ის, Expedia Group-ის ან TripAdvisor-ის საშუალებით მცირე ხნით ნაქირავებ საცხოვრებლებში, დაახლოებით 251 მილიონი ღამე გაატარეს. ეს მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს 24%-ით აჭარბებს, 2019 წლის ზაფხულისას - 9%-ით. ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.
2022 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირში საზღვაო დასასვენებელი ადგილებში ონლაინ ფლატფორმებით დაჯავშნილ საცხოვრებლებში ყველაზე მეტი სტუმარი დაფიქსირდა.
ევროსტატის მონაცემებით, ამ მიმართულებით ყველაზე პოპულარული ადგილები იყო:
ანდალუსია ესპანეთში (6,5 მილიონი ღამე)
ხორვატიის ადრიატიკის სანაპირო (5,5 მილიონი ღამე)
პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი კოტ დ'აზური საფრანგეშთი (5,2 მილიონი ღამე)