უნდა აიკრძალოს თუ არა ცოცხალი ცხოველების მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირება - ევროკავშირის ქვეყნები ვერ თანხმდებიან

უნდა აიკრძალოს თუ არა ცოცხალი ცხოველების მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირება - ევროკავშირის ქვეყნები ვერ თანხმდებიან

access_time2023-02-15 23:00:41

ევროპელი კანონმდებლები ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირების რეგულირების რეფორმაზე მუშაობენ. ინიციატივის მიზანია ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესება მათი ტრანსპორტირების დროს. როგორც actu-transport-logistique.fr წერს, ამ სექტორში ნებისმიერ აკრძალვას ხუთი ქვეყანა ეწინააღმდეგება.


გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკომისია (EC) ამჟამად ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირების წესების შეცვლაზე აქტიურად მუშაობს. რეფორმის განხორციელება 2023 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება, საკითხზე დებატებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას თუ რამდენად სტრესულია ცხოველებისთვის ტრანსპორტირება.



ამ თემაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების აზრი ორად არის გაყოფილი. ხუთი სახელმწიფო მზად არის ცოცხალი ცხოველების ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში აიკრძალოს, მათ შორისაა გერმანია, ბელგია, დანია, შვედეთი და ნიდერლანდები. ეს ქვეყნები ცხოველთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების მიმართ მტრულად არიან განწყობილნი და სურთ რვა საათამდე შეზღუდონ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაომდე ტრანსპორტირების დრო. მეტიც, გერმანიამ და ლუქსემბურგმა მათ ტერიტორიაზე გაზრდილი ცოცხალი ცხოველების მესამე ქვეყნებში ექსპორტიც კი აკრძალეს. გამოკითხვების თანახმად, ევროპის მოქალაქეების უმრავლესობა წინააღმდეგია ასეთი ტრანსპორტირების.




„ყოველწლიურად მილიონობით ფერმის ცხოველს უწევს ასობით და ათასობით მილის გავლა, ხშირად ექსტრემალურ ტემპერატურაზე და საკმარისი წყლის, საკვებისა და შესვენების გარეშე“, - აცხადებს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის Compassion in World Farming EU დირექტორი ოლგა კიკოუ.



თავის მხრივ, საფრანგეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი და ესპანეთი ამ სექტორში ნებისმიერ გადაჭარბებულ აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. ამ ქვეყნების მიერ მომზადებულ ერთობლივ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ცხოველთა ტრანსპორტირება არის საფუძველი სასოფლო-სამეურნეო ბაზრების ნორმალური ფუნქციონირებისთვის“.
მათი აზრით, ევროკავშირმა მიზნად უნდა დაისახოს ცხოველების ტრანსპორტირების პირობების გაუმჯობესება და არა მათი აკრძალვა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „სასურველია ხორცის ან გენეტიკური მასალის ტრანსპორტირება, ვიდრე ცოცხალი ცხოველების შეძლებისდაგვარად. მაგრამ ეს შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგალითად, მრავალ განვითარებად ქვეყანაში ცივი ჯაჭვების არარსებობით.



გამოცემა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ექსპორტის აკრძალვას, შეუძლიათ დაბლოკონ ნებისმიერი რეფორმა, რადგან ისინი წარმოადგენენ ევროკავშირის მოსახლეობის 35%-ზე მეტს. საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობის მისაღწევად საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 65%-ის მხარდაჭერა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up