Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირში პურზე, ბოსტნეულზე, ხორცზე და სხვა საკვებ პროდუქტებზე ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი. ფასები განსაკუთრებით არის მომატებული ზეთზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ფასები ისეთ ძირითად საკვებზეც არის მომატებული, როგორიც მაგალითად პურია. ეს ყოველივე განპირობებულია რუსეთ-უკრაინის ომით, რადგან რუსეთი და უკრაინა უმსხვილესი ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნები იყვნენ მსოფლიოს მასშტაბით.
2022 წლის აგვისტოში, პურზე ფასები დაახლოებით 18% -ით იყო მომატებული, ამავე პერიოდის 2021 წელთან შედარებით.
ზოგ ქვეყანას უფრო მეტად შეეხო პურზე ფასთა ზრდა, ვიდრე სხვა რიგ ქვეყნებს. პურის ფასების ზრდის ყველაზე მაღალი დონე უნგრეთში დაფიქსირდა (+66%, 2022 წლის აგვისტოში), შემდეგ ლიეტუვაში (+33%), ბოლოს კი ესტონეთსა და სლოვაკეთში (ორივე +32%).
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში, პურის ფასის ცვლილების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში (+8%), შემდეგ კი ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში (ორივე +10%).