ევროსტატის მონაცემებით, 2021-2022 წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის საშუალო ფასი ევროკავშირში 24%-ით გაიზარდა. ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მარცვლეულზე (+45%), კვერცხსა (+43%) და რძეზე (+31%).
2022 წელს გასულ წელთან შედარებით სოფლის მეურნეობაში გამოყენებული საქონლისა და მომსახურების საშუალო ფასი 30%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სასუქებსა და ნიადაგის გამანაყოფიერებელ ნედლეულზე (+87%) და საწვავსა და საპოხ მასალებზე (+59%).
2022 წელს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში რძის ფასი გაიზარდა. 3%-ით კვიპროსში, 9%-ით მალტაში , 50%-მდე ბელგიაში, ლიტვაში, უნგრეთსა და ლატვიაში.