2022 წლის III კვარტალში, ევროკავშირში, 15-64 წლის ასაკის დასაქმებულთა უმრავლესობა - 54% მამაკაცი იყო, ქალები - 46%. ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.
თუმცა, პროფესიის თვალსაზრისით, უფრო მეტი ქალი იყო დასაქმებული:
საქმისწარმოებაში - 66%,
სერვისისა და გაყიდვების სფეროში - 63%,
ექიმები და მასწავლებლები - 54%,
დასუფთავება, სოფლის მეურნეობა, გარე გაყიდვები და სხვა - 53%.
უფრო დეტალურად, ქალები შეადგენდნენ აბსოლუტურ უმრავლესობას:
ბავშვზე ზრუნვის სფეროებში. ამ პროფესიაში დასაქმებული ადამიანების 93% 2022 წლის 3 კვარტალში ქალი იყო;
საექთნო და მეანობის სფეროებში - 89% იყო ქალი;
დაწყებითი სკოლისა და ადრეული ასაკის მასწავლებლებში - 88% იყო ქალი.