ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში სიკვდილიანობა 2022 წლის დეკემბერში 19%-მდე გაიზარდა.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროკავშირის მასშტაბით ცვალებადი იყო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუმინეთსა და ბულგარეთში იყო, სადაც 6%-იანი კლება დაფიქსირდა. უნგრეთში - 3%-ით მოიკლო, ლუქსემბურგში, ესპანეთსა და მალტაში - 10%-ით.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიაში, სადაც სიკვდილიანობა 37%-ითაა გაზრდილი, ავსტრიაში 27%-ით, სლოვენიაში - 26%-ით, ირლანდიასა და საფრანგეთში 25%-ით, ჩეხეთში, ნიდერლანდებსა და ესტონეთში -23%-ით, დანიაში - 22%-ით, ფინეთსა და ლიტვაში - 21%-ით.