„ეროვნული ბანკის გარდა, სხვა სამსახურებიც არიან, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოების ეგიდით, მოდიან და ხელს უშლიან ბიზნესის კეთებას. მაგალითად, ასეთია ახლადშექმნილი შრომის ინსპექცია“,- ამის შესახებ „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ეროვნული ბანკის გარდა, სხვა სამსახურებიც არიან, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოების ეგიდით, მოდიან და ხელს უშლიან ბიზნესის კეთებას.
მაგალითად ასეთია ახლადშექმნილი შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექციას უნდა, რომ გაატაროს ის ღონისძიებები, რაც ათწლეულების განმავლობაში კეთდებოდა ევროკავშირში და ამერიკაში, დღეს, ამ წუთას - საქართველოში. ამას ვერ დაძლევს ვერცერთი ბიზნესი, მათთვის ეს მიუღებელია, არ ესმით და არც გააკეთებენ. ამიტომ, ახალი ძალოვანი სტრუქტურის შექმნა, ამ ორგანიზაციების შევარდნა და ჩვენი დაჯარიმება ნამდვილად არ სჭირდება ქვეყანას. მე პირადად ბევრჯერ შევხვდი ხელმძღვანელს, სხვა მთავრობის წევრებთან, თუ პარლამენტარებთანაც განვაცხადე, რომ ეს უნდა გაითვალისწინოს შემდგომი 8-10 წლის განმავლობაში და არა 8-10 თვის. 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეიყვანოს ეს სტანდარტები. რა თქმა უნდა, ეს იცავს მომხმარებელს, იცავს სტანდარტებს, ჩვენც გვიცავს, მაგრამ ამის იმპლემენტაცია ვერ მოხერხდება ხვალ“,- განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
bpn.ge