იანვარ-სექტემბერში, ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $2.7 მლრდ შეადგინა, რაც 31.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021 იან-სექ: $2.1 მლრდ).
ევროკავშირთან ვაჭრობის ბრუნვამ, მთლიანი ბრუნვის 20% შეადგინა.
ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის ექსპორტმა $610.4 მლნ (+37.1% Y.Y), ხოლო იმპორტმა $2.1 მლრდ (+30.4% Y.Y) შეადგინა.
ტოპ ექსპორტირებული პროდუქცია:
1. სპილენძის მადნები - $297.2 მლნ-ის 121.7 ათასი ტონა. (ექსპორტის 48.7%).
2. თხილი და სხვა კაკალი - $42.5 მლნ-ის 9 ათასი ტ.
3. მსუბუქი ავტომობილები - $26.2 მლნ-ის 613 ერთეული.
ტოპ იმპორტირებული პროდუქცია:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $347.1 მლნ-ის 325.1 ათასი ტ.
2. მსუბუქი ავტომობილები - $173.2 მლნ-ის 18.4 ათასი ტ.
3. სამკურნალო საშუალებები - $147.4 მლნ-ის 2.7 ათასი ტ.