ევროკომისია ე.წ. შავ სიას შექმნის, რომელიც მიზნად ისახავს სანქციების დაწესებას იმ სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიებისათვის, რომლებიც ბელარუსში მიგრანტთა გადაყვანაში მონაწილეობენ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს მოუწოდა, სწრაფად მიიღოს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება.
„მიგრანტებს ცრუ დაპირებებს აძლევენ და ატყუებენ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ბელარუსის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, არალეგალი მიგრანტები კვლავ ცდილობენ საზღვრის გადაკვეთას.
8 ნოემბრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე იმყოფება. რამდენჯერმე მათ საზღვრის გადაკვეთა სცადეს. პოლონეთი და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოში მიაჩნიათ, რომ მიგრანტებს ბელარუსის მთავრობა აკონტროლებს.
imedinews.ge