ევროკომისია კმაყოფილია ევროპული მიწისქვეშა გაზსაცავების ზამთრის პერიოდისთვის მარაგების გავსებით ტემპით, თუმცა თვლიან, რომ მოდუნება ადრეა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა.
მისი თქმით, საშუალოდ ევროპის გაზსაცავები ამ დროისთვის 80%-მდე მეტად არის გავსებული, მაშინ როცა ამ რეგლამენტისთვის 1-ლი ნოემბრისთვის უნდა მიეღწიათ. მან მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.
„ჩვენ არ გვაქვს ნერვიულობის საფუძველი. ის ქვეყნებიც კი, სადაც ამ დროისთვის არაა მიღწეული 80%-იანი ნიშნული, ამაზე მუშაობენ და ჩვენ ყველა წევრ ქვეყანას მოვუწოდებთ, განაგრძონ გაზსაცავების გავსება და მოემზადონ ზამთრისთვის“, - თქვა მან.
ამასთან, ევროკომისიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ერიკ მამაერმა განაცხადა, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის გაზსაცავი მხოლოდ ამ ქვეყნის გაზმომარაგებისთვის არაა და უნდა გაითვალისწინონ ზოგიერთი სხვა ქვეყნის საჭიროებებიც.