ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი წარადგინა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ახალ პაკეტში შეზღუდვების სამი ტიპია გათვალისწინებული.
ფართოვდება იმ პროდუქტების სია, რომელთა რუსეთისთვის მიყიდვაც იკრძალება. საუბარია ელექტროტექნიკასა და სპეციალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, მანქანისა და სატვირთოების სათადარიგო ნაწილებზე, სამშენებლო მასალებზე, რომელიც შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა გამოიყენონ. ასევე ფართოვდება ფიზიკური პირების სია პერსონალური სანქციებისთვის, რომელიც ამჯერად სამხედროებსა და პროპაგანდისტული აპარატის წევრებს მოიცავს. სიაში შესაძლოა, მოხვდეს კიდევ სამი რუსული ბანკი – „ალფა“, „ტინკოფი“ და „როსბანკი“.
სანქციების მეათე პაკეტის მიღება უკრაინაში შეჭრის წლისთავისთვის არის მოსალოდნელი.