ევროკომისიამ თანამშრომლებს, უსაფრთხოების მიზნით, ჩინური სოციალური ქსელ TikTok-ის გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ Politico წერს.
Politico-ს წყაროს ინფორმაციით, ევროკომისიამ, 15 მარტამდე, ყველა თანამშრომელს სამუშაო ელექტრონული მოწყობილობებიდან TikTok-ის წაშლა დაავალეს.
Politico წერს, რომ ჩინური სოციალური ქსელი შესაძლოა აკრძალონ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებმაც, მათ შორის ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა. დასავლეთი შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები ჩინეთის მმართველ „კომუნისტურ პარტიას“ და სადაზვერვო სამსახურებს მთელ მსოფლიოში მონაცემების შეგროვებაში ეხმარებიან.
Politico-სთვის გაკეთებულ განცხადებაში TikTok-მა ევროკომისიის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების მთავრობამ თავის სადაზვერვო სააგენტოებს დაავალა, რომ შეისწავლონ TikTok აპლიკაციის სამთავრობო ტელეფონებზე გამოყენების რისკები. TikTok-ი ასევე აკრძალა აშშ-ს სენატმა და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ადმინისტრაციამ.