„ბიზნესი სტანდარტებს წლებია ასრულებს, ევროკომისიის დასკვნა კი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“

„ბიზნესი სტანდარტებს წლებია ასრულებს, ევროკომისიის დასკვნა კი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“

access_time2022-07-08 18:00:03

რას მისცემდა საქართველოს ეკონომიკას EU-ს კანდიდატის სტატუსი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობასთან ერთად ბიზნესმა ამ გზაზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ ისაუბრა.


მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან ბიზნესი ევროპულ სტანდარტებს წლებია ასრულებს.


„ევროკავშირის მხრიდან ბიზნესის მიმართ უკვე 2015 წლიდან არსებობდა მოთხოვნები რომელიც შესასრულებელი იყო, მაგალითად DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკურულება) რომელსაც ბიზნესი პირნათლად ასრულებს. ბიზნესი მაქსიმალურად არის ჩართული, რომ ევროპული მიმართულებით და სტანდარტიზაციისკენ გავიდეთ. ევროკომისიის დასკვნა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან ბიზნესი ევროპულ სტანდარტებს წლებია ასრულებს. 



რა თქმა უნდა ჩვენს მომავალს ნებისმიერი ქართული ბიზნესი ვხედავთ სტაბილურობისკენ. სტაბილური ქვეყანა კი თავის მხრივ ნიშნავს სამართლიან სასამართლოს, რაც ყველაზე პრიორიტეტული არის ჩვენთვის და სტაბილურ გარემოს ინვესტორებისთვის, ყველაფერი ამის განმაპირობებელი არის ევროკავშირის წევრობა. არასტაბილური გარემო და ის დეპოლარიზაცია რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან ცუდია და ნეგატიურად აისახება ბიზნესზე“,  ამბობს ჭყონია.


ბიზნესისთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე საუბრისას ივა ჭყონია ამბობს, რომ ეს კარს გაუხსნიდა ქართველ ბიზნესებს თავიანთი პროდუქცია ევროპულ დახლებზე მარტივად განათავსონ.


„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს ზრდა რის ხარჯზეა სხვა საკითხია. თუმცა დამერწმუნეთ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე მეტად საზრუნავია ორნიშნა ინფლაცია. ასე რომ, ერთია ციფრებში რა არის ეკონომიკური ზრდა და მეორეა მოსახლეობა როგორ გრძნობს ამას, მე ვფიქრობ მათთვის გაცილებით უფრო მტკივნეულია მაღალი ინფლაცია. ამიტომ არსებული 12 პუნქტის გარდა, ევროკავშირის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე, ქვეყანას ბევრი საკითხი აქვს მოსაგვარებელი.


პირველ რიგში ევროპა არის სტაბილურობა, განათლება, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული კი ის არის, რომ კარი ეხსნებათ ქართველ ბიზნესმენებს, ქართველ ფერმერებს, რომ თავითანი პროდუქცია ევროპულ დახლებზე მარტივად განათავსონ, თუ რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებენ სტანდარტებს. ბიზნესის მხრიდან რაც გასაკეთებელია, მაქსიმალურად გაკეთებულია, ახლა ჯერი მთავრობაზეა“,  განაცხადა ივა ჭყონიამ.


თეგები:
ივა ჭყონია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up