ევროკომისიის მეხუთე ანგარიში - მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად

ევროკომისიის მეხუთე ანგარიში - მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად

access_time2022-12-05 21:21:43

მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში, სადაც საქართველოს მიერ შესრულებული კრიტერიუმები და ახალი რეკომენდაციებია გაწერილი, რომლის გათვალისწინებასაც ევროკომისია საქართველოსგან მოითხოვს.

 

აღნიშნული ანგარიში ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება.

 

საქართველოსთვის რეკომენდაციების ნაწილში ვკითხულობთ:

 

„მთლიანობაში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომები კომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად.

 

თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სავიზო პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. კერძოდ, ეს საკითხები შემდგომ გადაწყვეტას საჭიროებს:

 

ა) საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა ევროკავშირის მესამე ქვეყნებისთვის სიასთან, რომელთაც ევროკავსირში ვიზა სჭირდებათ. ეს მესამე ქვეყნები წარმოადგენენ უკანონო მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკს ევროკავშირისთვის.

 

ბ) გააგრძელოს მუშაობა წევრ ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარებაზე; ასევე გააგრძელოს უვიზო რეჟიმის შესახებ მორგებული საინფორმაციო კამპანიების წარმოება მიგრანტთა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათთვის, ვინც განსაზღვრულ დროს აჭარბებს. ასევე, ვინც თავშესაფრის მინიჭებაზე უსაფუძვლო განაცხადს აკეთებს.

 


გ) გააძლიეროს ძალისხმევა კორუფციის დასაძლევად. განსაკუთრებით, ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და კოორდინაციის გაძლიერებით, აგრეთვე მათთვის საჭირო რესურსებით.

 

დ) დაასრულოს მუშაობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ.

 

ე) გააძლიეროს ძალისხმევა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ევროკავშირში ოპერაციებთან.

 

ვ) სრულად შეუსაბამოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მიიღოს და განახორციელოს კანონმდებლობა, რომელიც აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასა და საქმიანობას.

 

ზ) უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობა.

 

დოკუმენტში დასკვნის სახით წარმოდგენილია შეფასება ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთის, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს მიმართ:

 

„დასკვნა – კომისია მიიჩნევს, რომ ყველა შეფასებულმა ქვეყანამ მიიღო ზომები უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეოთხე ანგარიშში მოცემული რიგი რეკომენდაციების განსახორციელებლად. იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოქალაქეებმაც მიიღეს უვიზო რეჟიმი შვიდ წელზე ნაკლები ხნის წინ და რომლებისთვისაც ჯერ კიდევ აუცილებელია ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მოხსენების მომზადება, კომისია მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულდება გრძელდება. თუმცა, ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს კრიტერიუმების უწყვეტი შესრულება და კომისიის რეკომენდაციების შესრულება.

 

2021 წელს, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვების დასრულებამ გავლენა იქონია არალეგალური მიგრაციის ტენდენციებზე, საერთაშორისო დაცვის განაცხადებზე, დაბრუნებასა და რეადმისიაზე. ქვეყნების უმეტესობაში 2020 წელთან შედარებით ამ ტენდენციების ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, ზოგადად, წევრი ქვეყნები და ევროკავშირის საზღვრის მართვის სააგენტო (Frontex) რვავე ქვეყანასთან კარგი თანამშრომლობის შესახებ იუწყება, საზღვრის მართვის, თავშესაფრის, დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხებში. რაც შეეხება მიგრაციის, თავშესაფრისა და რეადმისიის საკითხებს შემდგომი ქმედებების თვალსაზრისით, რამდენიმე ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებთან დაკავშირებით, მათ შორის EMPACT-ში მონაწილეობის გაძლიერებით და მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზების გაგრძელებით.

 

სასამართლო თანამშრომლობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების კუთხით, წევრი სახელმწიფოები ასევე კარგი საერთო თანამშრომლობის შესახებ იუწყებიან რვავე ქვეყანასთან. თუმცა, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის, ფინანსური თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

ვიზალიბერალიზაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიგრაციის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საკითხებში ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარი ნაწილი იყო. ეს ხელს უწყობს მობილურობას და ადამიანთა შორის კონტაქტებს, ასევე შეიძლება, გამოიწვიოს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმები. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აქვთ პერსპექტივა, გახდნენ ევროკავშირის წევრები, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების განხორციელებას და კომისიის რეკომენდაციების შესრულებას კიდევ უფრო მნიშვნელოვან მიზნად აქცევს როგორც ევროკავშირის, ასევე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისთვის.

 

აქედან გამომდინარე, ამ პროცესის მჭიდრო მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის, მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრების მეშვეობით, იუსტიციის, თავისუფლებისა და უშიშროების ქვეკომიტეტის რეგულარული შეხვედრებითა და ევროკავშირსა და ანგარიშში მოხსენიებულ ქვეყნებს შორის დისკუსიებით“.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up