ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთსა და იმავე დღეს უნდა დაიწყონ.
„იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს, მოსახლეობის თითქმის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო. ეს უდიდესი ამოცანაა. მოდით, სწრაფად დავიწყოთ ვაქცინაცია ერთსა და იმავე დღეს“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.
ევროპის წამლების სააგენტო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის შესახებ გადაწყვეტილებას 21 დეკემბერს მიიღებს.
ევროპის წამლების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რაც შეიძლება მალე სურთ ვაქცინის შეფასების პროცედურის დასრულება.
imedinews.ge