ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთზე ფსონს არ დადებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთში წინსვლას განიცდიან.
„სამხედრო ექსპერტები გვეუბნებიან, რომ რუსეთის მოძრაობა გაცილებით ნელია, მოსალოდნელზე ნაკლები. ასე რომ, რუსეთი უფრო და უფრო მეტ უბედურებას აწყდება. რუსეთზე ფსონს არ დავდებდი. პირიქით, უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან. ისინი მოტივირებულნი არიან. რუსებს კი წარმოდგენაც არ აქვთ, რისთვის იბრძვიან, რადგან ამ ომში აზრსაც ვერ ხედავენ“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი არ ელოდა ევროკავშირის მტკიცე განწყობასა და ერთიანობას.