მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ევროკრედიტში საინტერესოდ მიიჩნევენ ეროვნული ბანკის ახალ ინიციატივას მიკრობანკის სტატუსის მიღებაზე.
კომპნიაში GBC-ს დაუდასტურეს, რომ მიკრობანკად გარდაქმნის სურვილი აქვთ, თუმცა ევროკრედიტის სასესხო პორტფელის უდიდესი ნაწილი ფიზიკური პირების ავტოსესხებზე მოდის, რაც ეწინააღმდეგება რეგულატორის მთავარ მოთხოვნას. კომპანიის დირექტორი ირაკლი წირწუმია ინიციატივას დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ მისო სამომავლოდ შეძლებს მიკრობანკად ტრანსფორმირებას.
2022 წლის I კვარტლის მონაცემებით ევროკრედიტი სალომბარდე სესხებიდან 4.4 მლნ ლარის შემოსავალს აფიქსირებს, რაც მთლიანი საპროცენტო შემოსავლების 85.2 პროცენტია.
სალომბარდე სესხებში ევროკრედიტის წილი 11.8%-ია.
gbc.ge