ევრომ 20 წლიან მინიმუმს მიაღწია, გაზის ფასი კი რუსული მილსადენის გათიშვის გამო გაიზარდა

ევრომ 20 წლიან მინიმუმს მიაღწია, გაზის ფასი კი რუსული მილსადენის გათიშვის გამო გაიზარდა

access_time2022-09-05 15:00:55

მას შემდეგ რაც რუსეთმა ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი გათიშა, ორშაბათს 5 სექტემბერს ევრო 20 წლიან მინიმუმამდე დაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა financial times ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის გადაწყვეტილებამ გააძლიერა ენერგეტიკული კრიზი, რამაც რეგიონის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.

 

ლონდონის ბირჟაზე ვალუტა 0,7 პროცენტით 0,988 დოლარამდე დაეცა, რაც  2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე ევროპული აქციების რეგიონული Stoxx 600 - ის  ინდექსი 1 პროცენტით დაეცა,  გერმანული Dax 1,7 პროცენტით, საფრანგეთის Cac 40 1,8 პროცენტით , ხოლო  ლონდონის FTSE 100 0,7 პროცენტით.

 

ენერგეტიკულ ბაზრებზე ჰოლანდიური TTF გაზის ფიუჩერსის ფასი 30%-ით გაიზარდა და  მგვტ/სთ-ზე 272 ევრო შეადგინა. ევროპული  ქვეყნები, მათ შორის შვედეთი და ფინეთი შაბათ-კვირას მთავრობის მიერ კომუნალური კომპანიების დაფინანსებისთვის იბრძოდნენ. ისინი ბირჟაზე მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნებს ებრძვიან და მათ  ასევე  გააფრთხილეს მთავრობის  წარმომადგენლები, რომ მათი  ჩარევის გარეშე საფრთხე  შესაძლოა  ფინანსურ  სისტემას დაემუქროს

 

რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ ევროს ფასი  ეცემა


 

 

 

 

გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკული სექტორის თქმით,  ელექტროენერგიის გენერატორებს შეიძლება მთავრობის მხარდაჭერა დასჭირდეს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაში სტერლინგი 0,3 პროცენტით დაეცა  და 1,1476 დოლარი შეადგინა.

 

კვირის არასტაბილური დასაწყისი მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა ბუნებრივი აირის ნაკადები Nord Stream 1 მილსადენზე, რაც კიდევ უფრო აფერხებდა ევროპის ენერგომომარაგებას.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up