ევროპა ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა - მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ევროპა ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა - მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი

access_time2023-03-08 11:30:47

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, ევროპა მისი არჩევანი და თვითმიზანი კი არაა, მისი და მისი თაობის ვალდებულებაა.


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„იმდენი საჭირო კანონი და რეგულაცია გვაქვს მისაღები და წლები ჭირდება ყველაფერს და არის უამრავი შეხვედრები ხოლმე, დღეს კი არა და გუშინ პარლამენტს კანონი მიუღია (პირველი მოსმენით) რომელიც სულ 2 კვირა არ იქნება რაც ”დღის სინათლეზე” გამოვიდა… გუშინ თუ კენჭისყრა იყო ვერც იფიქრებდა ადამიანი ვისაც შორი ახლო ურთიერთობა ჰქონია საპარლამენტო მუშაობასთან, 2-3 წელი იღებენ ხოლმე რაღაცებს!


ასე ცა მოწმენდილზე ასეთი დაძაბულობის შემოტანაა უკვე დანაშაული! ამ ქვეყანას დაწყნარება ჭირდებაო ვიძახით და რანაირად შეიძლება დაწყნარდეს ქვეყანა როცა პროვოკაციას აწყობ შენი მოსახლეობის შენ თვითონვე!



სულ რომ კარგი კანონი იყოს, ამის გაკეთება რა საჭირო იყო, თანაც ასეთი სპეციალური გამწვავებით?! გამოდიხარ და იძახი ევროპა ჩემი თვითმიზანი არააო, კაი შენი არაა მაგრამ ჩვენთვის ვისთვისაც არის და კონსტიტუციაში მიწერია გამოდის კონსტიტუციურ წესრიგს არღვევ?! მაშინ ეს არის ზუსტად დანაშაული!


მაგრამ მთელ ამ პროცესში ჩემთვის დანაშაულია სპეციალურად პროვოცირებული (და ამაში ნურავინ შემეკამათებით!) პროცესი, 2 კვირაში ყველასთან შეხვედრას ვერ მოასწრებ, ხალხთან კომუნიკაციას ვერ მოასწრებ და ვერ მოასწრებ ახსნას თუ ეს კანონი კარგია რომ გააგებინო, სხვა მხრივ მიიღებ ამ რეაქციას, იცი! და მაინც აკეთებ! მაშინ ნუ აბრალებ ნურავის, ნურც ნაცსა და ნურც NGO-ს პროვოკაციის მოწყობაში!!!


დღეს რო დავბრუნდები ქალაქს მეც გავალ აქციაზე და ისევ ჩემ შვილებთან ერთად! რადგან ამდენ სიბინძურეს ამ ქვეყანაში ამდენი წელი იმიტომ ვიტან რომ ამათ არ მინდა ამაზე საფიქრალი ჰქონდეთ, ისევე როგორც თქვენ შვილებს!


ჩემი არჩევანი კი არაა ევროპა ან თვითმიზანი, ჩემი და ჩემი თაობის ვალდებულებაა ევროპა!

 

პ.ს. ბებიათქვენისამ ერთი რომელიმემ მიწოდეთ ოდესმე უცხოური გავლენის აგენტი,“- წერს გონაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up