ევროპა ელექტრო სატვირთო მანქანების დამტენი სადგურების ეროვნული ქსელის შექმნას გეგმავს

ევროპა ელექტრო სატვირთო მანქანების დამტენი სადგურების ეროვნული ქსელის შექმნას გეგმავს

access_time2022-12-15 00:00:50

Volvo Group, Daimler Trucks და Traton Group სავაჭრო მარკით Milence 2027 წლისთვის გეგმავენ ელექტრო სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების დამუხტვის ეროვნული ქსელის შექმნან. ამის შესახებ eurotransport.de წერს.


დამტენი სადგურების ქსელი გამოჩნდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში. ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება მანქანების დატენვის 1,7 ათასი პუნქტის დამონტაჟება. ამ მიზნებისთვის პირველადი დაფინანსება 500 მილიონი ევროს ოდენობითაა მოსალოდნელი.


კომპანია Milence-ში განმარტავენ, რომ ელექტრო სატვირთო მანქანები, რომელთაც 400 კილომეტრზე მეტის დაფარვა შეუძლიათ, ბაზარზე გასასვლელად მზად 2024 წელს იქნებიან. მათი ელემენტის დატენვა მძღოლებისთვის განკუთვნილი ლეგალური 45-წუთიანი შესვენების დროს იქნება შესაძლებელი. მაგრამ ეს შეიძლება რეალობად იქცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი იქნება დატენვის სანდო საჯარო ქსელი, რომელიც ადაპტირებული იქნება როგორც ლოგისტიკური კომპანიების, ასევე პროფესიონალი მძღოლების მოთხოვნებზე.


Milence-ში აცხადებენ, რომ დატენვის ამჟამინდელი სტანდარტი, "კომბინირებული დამუხტვის სისტემა" (CCS), დიდი სატვირთო მანქანის ბატარეების დატენვა 90 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. 40 ტონიანი სატვირთო მანქანა იტენება 30-45 წუთის განმავლობაში, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლები ასეთ დროს ლეგალურ შესვენებას იღებენ.


თავის მხრივ, პორტალი logisticska.pl იუწყება, რომ მსგავს პროექტზე მუშაობენ პოლონეთშიც, რომლის მონაწილეები არიან Ecoenergy და Scania. კომპანიებმა 5 დეკემბერს გააფორმეს კონტრაქტი სატვირთო მანქანების საჭიროებებზე ადაპტირებული ელექტრონული სატვირთო მანქანების მაღალი ტევადობის დამტენი სადგურების აღჭურვის შესახებ. კერძოდ, დაგეგმილია 750 კვტ-მდე სიმძლავრის დასამუხტი პუნქტების აშენება. პროექტის დაწყება 2023 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.



პარტნიორელური ჰაბი განთავსდება Scania Polska-ს ერთ-ერთ შტაბ-ბინაში, ჩქაროსნულ მაგისტრალთან ახლოს. დამტენი სადგური მოემსახურება როგორც სატვირთო მანქანებს, ასევე მსუბუქ ავტომობილებს.


გამოცემა აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ პოლონეთში, გადამზიდავებმა დაიწყეს ელექტრო სატვირთო მანქანების ტესტირება მათი ოპერაციებისთვის. სატრანსპორტო კომპანიები ელიან ევროკომისიის მიერ მომზადებულ რეგულაციას, რომელიც გადამზიდავებსა და გადამზიდველებს აიძულებს გამოიყენონ ელექტრო ან წყალბადის სატვირთო მანქანები. დიზელის სატვირთო მანქანებისთვის გადასახადების ზრდა წაახალისებს ალტერნატიული ძრავის მქონე მანქანების შეძენას. ამ მიზეზით პირველ ეტაპზე პოლონეთში საჭიროა მინიმუმ რამდენიმე ასეული საჯაროდ ხელმისაწვდომი მაღალი სიმძლავრის ელექტრო სატვირთო მანქანების დამტენი სადგური.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up