ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, რომელმაც მიიღო საბოლოო დოკუმენტი, ერთ-ერთი თავი დათმობილია ენერგეტიკაზე და ის აგრძელებს ვერსალის დეკლარაციის ხაზს, რომელშიც ეწერა რომ ევროკავშირმა უარი უნდა თქვას რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის დამოკიდებულებაზე.
ევროკავშირის საბოლოო დოკუმენტში, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საათები იმუშავეს, ასახულია ძირითადი იდეა, თუმცა არაა მოცემული კონკრეტულად სამოქმედო გზები, რომლისთვისაც ვადად მაისის ბოლო განისაზღვრა.
ევროკომისიამ დაავალა ევროკავშირის საბჭოს დაჩქარებული წესით განიხილონ და მოკლევადიან პერსპექტივაში დაარეგულირონ კრიზისული სიტუაცია სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, მათ შორის სახელმწიფო დახმარების, აქციზის გაიაფების, ფასის ჭერის განსაზღვრის თუ სხვ.
დეკლარაცია მოუწოდებს ქვეყნებს განავითარონ გაზსაცავების მიმართულება, გაზარდონ მათი ტევადობა და დაიწყონ მისი მარაგების შევსება შემდეგი ზამთრისთვის, რაც შეიძლება მალე. აქვე ნახსენებია, ერთობლივი მუშაობისკენ მოწოდება ბუნებრივი აირისა და გათხევადებული გაზის ნებაყოფლობით ერთობლივად შესყიდვაზე, თუმცა ეს მიმართულება ყველაზე რთულად გამოიყურება, ვინაიდან 27 ქვეყნისთვის ერთ ფასად გაზის შეძენა რთულია.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"