ევროპა შესაძლოა 2 თვეში გაზის გარეშე დარჩეს

ევროპა შესაძლოა 2 თვეში გაზის გარეშე დარჩეს

access_time2022-01-08 18:00:28

წინაა 2 ყველაზე ცივი თვე და სწორედ ამ დროს, შესაძლოა, ევროპაში გაზსაცავების დაცარიელდეს.

2021-2022 წლების ენერგოკრიზისი ორმა ძირითადმა მიზეზმა გამოიწვია: პირველი იყო ევროპაში მზის და ქარის ელექტროსადგურების მიერ ენერგიის გენერაციის მკვეთრი შემცირება. აღმოჩნდა, რომ ქარის და მზის მიერ ენერგიის წარმოება არამდგრადი და არასტაბილურია. მეორე მიზეზი პირველთან პირდაპირ კავშირშია და ესაა ენერგეტიკის „გამწვანების“ გამო ევროპის მიერ საკუთარი გაზის მოპოვების შემცირება, ნახშირის და ატომური ელექტროსადგურების ნაწილის დახურვა ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე. სადღეისოდ წარმოიქმნა გაზის და ელექტროენერგიის დეფიციტი, რომლის აღმოფხვრის პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია.

„გაუგებარია რის ხარჯზე შეიძლება გაზსაცავებში მარაგების საჭირო დონემდე შევსება რუსეთიდან, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ით გაზის დამატებითი მიწოდების გარეშე“ - განაცხადა საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie-ის ვიცე-პრეზიდენტმა მასიმო დი ოდოარდომ. მისი თქმით, ეს ერთად-ერთი გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან.

პარალელურად გაზის გაძვირება გრძელდება და კვლავ 1000 დოლარს გადააჭარბა.

„გაზპრომის“ ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს ევროპამ თავისი მიწისქვეშა საცავებიდან ამ წელს დაგროვილი გაზის 41% დახარჯა. 21 და 22 დეკემბერს ამ მაჩვენებელმა აბსოლუტური რეკორდი მოხსნა - 700 მლნ. და 712 მლნ. კუბმეტრი შესაბამისად. 21 დეკემბერს ერთგვარი ისტორიული მოვლენა მოხდა - 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულებამ 2000 დოლარს გადააჭარბა. ამას წინ უძღოდა „გაზპრომის“ მიერ სატრანზიტო გაზსადენის იამალი-ევროპას სიმძლავრეების დაჯავშნის შემცირება.

გაზის მიწოდების შემცირებას შეუძლია გააღრმაოს ენერგოკრიზისი ევროპაში. ექსპერტები აღნიშნავენ რომ, რუსეთს და უკრაინას შორის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „გაზპრომს“ გაზის თავისუფალი მოცულობები აკლია, ვითარება ევროკავშირის ენერგობაზარზე შესაძლოა კოლაფსამდე მივიდეს.



უკვე 2022 წლის დასაწყისში გაზის ფასმა შესაძლოა 3000 დოლარს გადააჭარბოს. ამავე დროს, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, რომელსაც ევროპაში 55 მლრდ. კუბური მეტრი გაზის მიწოდება შეუძლია, დღესაც გაჩერებულია და გერმანიის რეგულატორების მხრიდან სერტიფიცირებას ელოდება. მილსადენი „იამალი - ევროპა“ კი მომხმარებლებს წელიწადში 33 მლრდ.კუბურ მეტრ გაზს აწვდის.


თუ გაინტერესებთ, რა გავლენა აქვს ევროპის ენერგოკრიზისს საქართველოზე, სად არის გამოსავალი, რა პოლიტიკურ იარაღს ფლობს კრემლი და რამ შექმნა კრიზისი, იკითხეთ "კომერსანტი"


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: Bloomberg




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up