ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მაკრონის თქმით, ევროპა დიდი რისკის წინაშეა, რომ აღმოჩნდება კრიზისში, რომელიც მისი არ არის და რომელიც ხელს შეუშლის მას, ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ავტონომია.
Politoco წერს, რომ მაკრონი ასევე სთავაზობს ევროპას, შეამციროს დამოკიდებულება „ამერიკული დოლარის ექსტრატერიტორიულობაზე“, რაც როგორც მოსკოვის, ასევე პეკინის მთავარი პოლიტიკური მიზანია.