ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი ბრიუსელში თვითიზოლაციაშია და მომდევნო 14 დღის განმავლობაში მოვალეობას სახლიდან შეასრულებს.
გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინიტროს პროტოკოლისა და იტალიის მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების გამო მიიღო.
პრეზიდენტი სასოლი აცხადებს, რომ კორონავირუსი მოითხოვს პასუხისმგებლობას და სიფრთხილეს. მისი თქმით, ევროპარლამენტი მუშაობას აგრძელებს და ვირუსი დემოკრატიას ვერ დაბლოკავს.
პრეზიდენტი გასულ კვირას იტალიაში იმყოფებოდა. ახალი კორონავირუსის სიმპტომები მას არ აღენიშნება, თუმცა პროტოკოლის თანახმად სასოლიზე 14- დღიანი კარანტინი ვრცელდება.
კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაში გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 114 422 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 4027, ხოლო 64081 ადამიანი კი, სრულად განიკურნა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews