ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტა მეცოლა Twitter-ზე ავრცელებს. ის უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა.
„უკრაინის მომავალი ევროკავშირის წევრობაა. ჩვენ მთელ გზას თქვენთან ერთად გავივლით. სასიამოვნოა ჩემი მეგობრის, რუსლან სტეფანჩუკის კიდევ ერთხელ ნახვა. უკრაინის უმაღლეს რადასა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. - წერს მეცოლა Twitter-ზე.