ევროპარლამენტის ვებგვერდი „გარე თავდასხმის“ გამო მას შემდეგ გაითიშა, რაც ევროპარლამენტარებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ევროპარლამენტის პრესსპიკერმა, ჯაუმე დუკმა განაცხადა, რომ ვებგვერდის ხელმისაწვდომობაზე გავლენა მოახდინა გარე ტრაფიკმა.
„ეს ტრაფიკი დაკავშირებულია კიბერთავდასხმასთან. ევროპარლამენტის გუნდები მუშაობენ ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად“, – თქვა ევროპარლამენტის პრესსპიკერმა, ჯაუმე დუკმა.
ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“.
წყარო: https://1tv.ge/